workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი – საყრდენის გარდა!

ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი – საყრდენის გარდა!

მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში ძირეულ ცვლილებებს ატარებს. იგი გეგმავს გუნდის ორი ლეგენდის, რაულ გონსალეს ბლანკოს და გუტი ერნანდესის გაშვებას. ამასთან ერთად, ე.წ. “სამეფო კლუბმა” შეიძინა ანხელ დი მარია და პედრო ლეონი.მადრიდელები ეძებენ ცენტრალურ მცველსაც. რა ხდება ამ დროს “ბარსელონაში”? კატალონიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძინეს დავიდ ვილია, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში 5 გოლის გატანა მოახერხა. როგორც ლაპორტამ აღნიშნა, მუნდიალის შემდეგ მისი ფასი 60 მილიონ ევროს გადასცდებოდა. მან ბრწყინვალე გამოსამშვიდობებელი საჩუქარი გაუკეთა კულეებს.ამასთან ერთად, “ბარსა” დატოვა ტიერი ანრიმ, რომელიც ამერიკაში წავიდა. უკრაინელი ჩიგრინსკი კი, ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობებლად გაყიდა სანდრო როსელმა ამ ტრანსფერმა ბევრი აღაშფოთა, რადგან  პეპი მას  ძალიან ენდობოდა, თუმცა გვარდიოლამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფინანსური მდგომარეობა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ბევრმა “ბარსელონას” თავკაცი გააკრიტიკა იაია ტურეს გაყიდვის გამო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ კატალონიელმა აღიარა, რომ იგი ვერ აძლევდა აფრიკელს ძირითადში თამაშის გარანტიას. სწორედ ამიტომ, ტურე ინგლისში გადაბარგდა. როგორც ჩანს, სერხიო ბუსკეტს უდიდეს ნდობას უცხადებენ გუნდში.

სულ რაღაც ორი დღის წინ, პრესაში მოულოდნელად გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბლაუგრანამ ბრაზილიელი ადრიანო კორეია შეიძინა “სევილიასგან”. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ გაუმართლებელი ტრანსფერი იყო მისი შეძენა, თუმცა მისი შესაძლებლობების გადახედვის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. 9 მილიონი ევრო სულაც არ არის ძვირი ფეხბურთელში, რომელიც თამაშობს 4 პოზიციაზე. ბრაზილიელს შეუძლია ითამაშოს მარჯვენა ფლანგზე როგორც მცველად, ისე ნახევარმცველად. ასევე ადრიანოსთვის მარცხენა ფლანგზე თამაში არ არის უცხო. ერთი სიტყვით, ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

 ბევრს აინტერესებს როგორი იქნება “ბარსელონას” შემადგენლობა 2010–11 წლებში. სეზონი ძალიან მძიმე და გრძელი იქნება. მითუმეტეს, მადრიდის “რეალთან” ყოველ ტურში იქნება ბრძოლა. ამასთანავე “ბარსა” აპირებს ჩემპიონთა ლიგის აღმართვას.პეპისთვის როტაცია უცხო არ არის, რადგან 6 ტიტული ერთ წელს სწორედ ამ გზით მოიპოვა. გუნდში არის “გძელი სკამი” და ყველა პოზიციაზე არის 2–3 მოთამაშე, მაგრამ ბუსკეტსის შემცვლელი გუნდში არ ჩანს. სერხიოს სათამაშო სტილიდან გამომდინარე, გუნდში ნამდვილად არის საჭირო კიდევ ერთი საყრდენი. მოდით, ყველა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთლებს გადავხედოთ.

კარში ვიქტორ ვალდესი რა თქმა უნდა შეუცვლელია, მაგრამ ესპანეთის  თასზე  ალბათ პინტო იქნება კარის დარაჯი. დაცვის მარჯვენა პოზიციაზე,”დაუღლელი” ალვეში ითამაშებს. რაც შეეხება მის შემცვლელებს, ისინი ადრიანო კორეია და კარლიტო იქნებიან. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ პუიოლის ასაკიდან გამომდინარე, მას აღარ დააყენებს პეპი მარჯვენა ფლანგზე. დაცვის ცენტრში გაუვალი პიკე–პუიოლის წყვილი იქნება. თუ ტრავმებმა კვლავ არ გააწამა, ბრწყინვალე შემცვლელი იქნება გაბრიელ მილიტო, რომელმაც უმძიმესი ტრავმის შემდეგ კვლავ დაიბრუნა სასურველი ფორმა. უნდა ველოდოთ ერიკ აბიდალის ცენტრალურ მცველად თამაშსაც. მისთვის ეს პოზიცია არ არის უცხო. საფრანგეთის ნაკრებში იგი ამ ადგილას თამაშობს. რაც შეეხება ბარსა “ატლეტიკიდან” გადმოყვანილ ფეხბურთელს, ეს ალბათ ფონტასი იქნება. გვარდიოლა ფიქრობს, რომ მარკ ბარტრასთვის და მუნიესასთვის პირველ შემადგენლობაში თამაში ადრეა. დაცვის მარცხენა ფლანგზე ერიკ აბიდალს უნდა ველოდოთ ძირითადში. მისი შემცვლელი ორი ბრაზილიელი იქნება – მაქსველი და ადრიანო. როგორც მოგახსენეთ, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელი გუნდში არ არის, თუმცა ამ ადგილზე სეიდუ კეიტასაც შეუძლია თამაში. ჩავი–ინიესტას დუეტი რა თქმა უნდა შეუცვლელია, მაგრამ რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში,მათ მაგივრად ტიაგო ალკანტარა, ადრიანო,მაქსველი და კეიტა ითამაშებენ. რაც შეეხება მრისხანე თავდასხმის ხაზს, ბევრი ფიქრობს, რომ პეპი პედროს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში და მესი–ვილია–პედროს დუეტს ენდობა. მათი შემცვლელები,კი ხეფრენი,ბოიანი და იბრაჰიმოვიჩი იქნებიან.

ერთი სიტყვით, წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის. ჩვენ,კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჩემპიონატების დაწყებას და პეპის გადაწყვეტილებებს.

 

 

 

წყარო: http://sport.es/

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward