workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: “არსენალმა” უნდა გამოუშვას ფაბრეგასი”

პუიოლი: “არსენალმა” უნდა გამოუშვას ფაბრეგასი”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისას მიხვდა, რომ ცესკ ფაბრეგასს ძალიან უნდა მის კლუბში თამაში და ამ ფაქტს ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

“ცესკი ძალიან კარგი ადამიანია. მას ძალიან უნდა ითამაშოს “ბარსელონაში”, თუმცა იგი არ განეკუთვნება იმ ადამიანთა ნაწილს, რომლებიც მიზანის მისაღწევად პრესას იყენებენ. ბევრი სხვა ფეხბურთელი ისეთ რამეს იტყოდა, რის შემდეგაც ვეღარ გააგრძელებდა “არსენალში” თამაშს, თუმცა ფაბრეგასი ასეთი არაა. “მეთოფეებმა” პატივი უნდა სცენ იმ ფეხბურთელს, რომელმაც მათთვის ძალიან ბევრი გააკეთა და უნდა გაუშვან იქ, სადაც მას სურს. მთავარი ის კი არაა, რომ ცესკს არ აძლევენ უფლებას გადავიდეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ კლუბში, მთავარი ისაა, რომ მას არ აძლევენ საშუალებას დაბრუნდეს სამშობლოში. მან რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა “არსენალისთვის”. იგი “ბარსელონას” მომავალია და ამას არავინ და ვერავინ ვერ დაუდგება წინ. მე სულ ახლახანს მასთან ერთად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცი, რომ მხოლოდ “ბლაუგრანაზე” ფიქრობს.” ციტირებს პუიოლის სიტყვებს Daily Star Sunday.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში