workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “შემდეგ სეზონს მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ”

ვილია: “შემდეგ სეზონს მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ”

მას შემდეგ რაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო მუნდიალი დაიპყრო და ამის შემდეგ კარგად მოილხინა კიდევაც, ფეხბურთელები ნელ–ნელა უბრუნდებიან თავიანთ კლუბებს და ემზადებიან ახალი სეზონის დასაწყებად. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ახალწვეულმა დავიდ ვილიამ.

“ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო, ამის შემდეგ ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ, ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა კონცენტრაცია უნდა გადავიტანოთ ახალ სეზონზე,რომელიც ძალზე დაძაბული და რთული იქნება თითოეული ფეხბურთლისათვის. ძალიან მინდა მოვიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, ამისათვის მეც და ჩემი გუნდიც ყველაფერს გააკეთებს. გართობის დრო აღარ არის, მომავალ სეზონს მომზადებულნი უნდა შვხვდეთ”.

წყარო: euro-football.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში