კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტის, სანდრო როსელის ციტირებას ახდენს ესპანური მედია საშუალება AS-ი:
“-მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი “სოსიე” არ გადაიხდიდა ფაბრეგასში 60 მილიონ ევროს. მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში, ესპანეთსი და ჩვენს კლუბში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. “ბარსელონას” ამჟამად არ გააჩნია ასი მილიონი ევრო ბიუჯეტში( საუბარია სატრანსფერო თანხაზე და არა კლუბის მთლიან ბიუჯეტზე. რედ.) ასეთი თანხის გამოყოფა სატრანსფერო ოპერაციებისათვის ხარაკირის ტოლფასია.”
წყარო: www.championat.ru
