workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ლიონელ მესიმ დაიწყო თავისი პირველი მისია, როგორ ”იუნისეფის” კეთილი ნების ელჩმა. ის ჩავიდა პორტ–ო–პრენსში ჰაიტის დედაქალაქში, რომელიც იანვარში მიწისძვრამ გაანადგურა. დაიღუპა 250.000 ადამიანი და 1.5 მილიონი უსახლკაროდ დარჩა.
მესი ჰაიტზე თავის მამასთან, ხორხესთან ერთად ჩაფრინდა. არგენტინელ ვარსკვლავს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა. ათასობით ჰაიტელი ქუჩებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სახელს გაიძახოდა.
პრეს რელიზი ”იუნისეფისგან”: ერთდღიანი ვიზიტით მესი ჰაიტს ეწვია. ის ეწვევა ერთ–ერთ ბანაკს სადაც 50,000 ჰაიტელია, ისინი რომლებმაც 12 ივნისს საკუთარი სახლები დაკარგეს და ახლა კარვებში ცხოვრობენ. მესი ასევე ესტუმრება არგენტინულ კონტიგენტს, რომელიც კუნძულზე გაეროს სტაბილიზაციის მისიითაა ჩასული. ის მოისმენს, თუ როგორ ხორციელდება სამშვიდობო სამუშაოები და როგორი მუშაობა მიმდინარეობს საველე ჰოსპიტალში მიწისძვრის შემდეგ.
მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავრდნის შემდეგ მესიმ იმოგზაურა რიო დე–ჟანეიროში თავის მეგობარ გოგონასთან ერთად. გამართა ამხანაგური მატჩი პანამაში და ბარსელონაში სავარაუდოდ ივლისის ბოლო კვირაში დაბრუნდება.

აქვე გთავაზობთ მესის ჰაიტზე ყოფნის ამსახველ ფოტოებს

მესი ჰაიტზე

წყარო: TotalBarca.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში