გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად გამომცხვარი ჩემპიონები 7 სექტემბერს “ნიუ–იორკში” არგენტინელებს დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია მატჩი ძალზე საინტერესო და დაძაბული იქნება. ამ ყველაფრის გამოცნობა ბოლო მატჩის შედეგით არის შესაძლებელი, რომელშიც ესპანელებმა 2:1 დაძაბულ და მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს სამხრეთ ამერიკელებზე.
გახმაურდა ასევე ერთი ინფორმაციაც არგენტინელთა ბანაკიდან. “აფა”– ს პრეზიდენტმა დიეგო არმანდო მარადონას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც დიეგო 2014 წლის მსოფლიოს დასრულების შემდეგ დატოვებს თავის პოსტს. არგენტინელთა ფეხბურთის ფედერაცია მარადონას მუშაობით უკმაყოფილო არ არის, მიუხედავად 1/4 ფინალში მარცხისა გერმანიასთან.
წყარო:as.com
