ურთიერთშეთანხმების შედეგად, ანრიმ და “ბარსელონამ” გაწყვიტეს კონტრაქტი, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირებდა. ის თავისუფალი აგენტი გახდა და ამერიკას მიაშურა.
ფრანგი ვარსკვლავი ”ბარსაში” 3 წლის წინ გადმოვიდა, მან 1 წელი რაიკაარდთან გაატრა 2 კი გვარდიოლასთან. ანრიმ კატალონიურ კლუბში 7 ტიტული მოიგო და 121 თამაშში 49 გოლი გაიტანა.
ტიერის პრეზენტაცია ამერიკულ კლუბში ხუთშაბათს, აშშ–ს დროით 13.15 წუთზე შედგება.
წყარო: FCBarcelona.Com
