მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი. როგორც ყოველთვის ჩემპიონატის ბოლოს ვლინდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ტრადიცია არც ახლა დარღვეულა და ეს პრიზი ურუგვაელ (ატლეტიკო მადრიდი) დიეგო ფორლანს ერგო.
რაც შეეხება საუკეთესო მეკარესა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეს პრიზები იკერ კასილიასსა და ტომას მიულერს ერგოთ. გაირკვა ასევე ბომბარდირის ვინაობაც, რომელიც ასევე გერმანელი ფეხბურთელი ტომას მიულერი გახდა. მან სნეიდერს, ვილიასა და ფორლანს საგოლე გადაცემების ხარჯზე გადაასწო.
წყარო: fifa.com