ტურემ რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ მისცა “RAC-1”-ს და ისაუბრა კლუბის დატოვების მიზეზებზე.
იაიამ განაცხადა: “ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიძნელდა, რადგან “ბარსელონა” ჩემი ცხოვრების საოცნებო კლუბია.” ტურემ არ დამალა მისი განწყობა: “ძალიან სევდიანი დღე მქონდა, რადგან დავტოვე ის კლუბი, რომელშიც თამაშზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს, მე ეს შანსი ახლო მომავალში აღარ მომეცემა, მაგრამ ვერ შევეგუებოდი უთამაშებლობას და ჩვეულებრივად მაღალი ხელფასის მიღებას.”
კოტდივუარელი ასევე შეეხო მის წარმომადგენელს, დიმიტრი სელიუკს: “მან მითხრა, რომ მე უნდა დამეტოვებინა კლუბი. მანამდე მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი კატალონიური თავგადასავალი გაგრძელებულიყო, მაგრამ ასეთია ცხოვრება. “ბარსა” არის კლუბი, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ, ალბათ ამიტომ მესამე სეზონში ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა მქონდა. ეს კი ჩემთვის ძალიან ძნელი გამოდგა.”
მიუხედვად ამ ყველაფრისა, გვარდიოლასთან ურთიერთობაზე ტურემ ასეთი რამ თქვა: “პეპმა იცის ფეხბურთი კარგად. მე მისით მოხიბლული ვარ. არ შემიძლია მასზე რაიმე აუგი ვთქვა, მისი გადაწყვეტილებების დაწუნებაც კი ჩემი მხრიდან არ იქნება ლამაზი. უბრალოდ ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი კლუბის დატოვება მიწევს, მაგრამ მირჩევნია წავიდე, ვიდრე სათადარიგოთა სკამზე დავჯდე.”
იაიამ ასევე ისაუბრა მის ყოფილ თანაგუნდელებზე: “მე აქ ბევრი საუკეთესო მეგობარი მყავს. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. აბუ დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე ართამაში ნამვდილად დიდი წარუმატებლობა იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მესის, ჩავის, ინიესტას და ბუსკეტსის წყალობით ეს ადვილად გადავიტანე.” ბოლოს კი იაიამ ასეთი რამ თქვა: “არ ვფიქრობ, რომ “ბლაუგრანელი” აღარ ვარ. დარწმუნებული ვარ, ოდესმე “ბარსელონაში” დავბრუნდები.”
მომავალ სეზონს ტურე “მანჩესტერ სიტიში” დაიწყებს და კვირაში 250000 ევროს მიიღებს. ეს თანხა თანდათან გაიზრდება და 300000 გაუტოლდება. ამ შემთხვევაში, იაია პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, გადაასწრებს რა უეინ რუნის და ჯონ ტერის. საერთო ჯამში, კოტდივუარელი მომავალი ხუთი სეზონის განმავლობაში 70 მილიონ ევროს მიიღებს.
წყარო: www.sport.es
