გუშინდელ მატჩში ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა, დავიდ ვილიამ კიდევ ერთხელ გაიტანა. მისთვის ეს გოლი მეხუთე აღმოჩნდა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. იგი მართლაც საუკეთესოა ამ მუნდიალზე. “ბარსელონას” ფორვარდმა მცირე კომენტარი გააკეთა ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე, სადაც გერმენელებს დაუპირისპირდებიან ესპანელები.
“ჩვენთვის ეს იყო ყველაზე რთული მატჩი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. პარაგვაელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. ისინი მაქსიმალურად ზღუდავდნენ სივრცეებს ნახევარდაცვაში, რამაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. რაც შეეხება მომავალ მატჩს, ვფიქრობ გერმანელებს არ უნდა სიამოვნებდეთ ჩვენთან შეხვედრა”– განაცხადა ვილიამ.
წყარო : http://www.barca.ru/
