როგორც იცით, იაია ტურე უკვე “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ აქედან “ბარსა” მხოლოდ 24 მილიონს მიიღებს. საქმე ისაა, რომ ტურეს სატრანფსერო უფლებების ნაწილი (20%) მის აგენტს ეკუთვნის და “სიტის” მიერ გადახდილი თანხიდან 6 მილიონს სწორედ იგი მიითვისებს.
გარდა 30 მილიონისა, შესაძლოა, “ბარსელონამ” დამატებით კიდევ ნახევარი მილიონი ევრო მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გავა თუ არა “მანჩესტერ სიტი” მომდევნო მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაზე.
შეგახსენებთ, რომ ტურე “ბარსელონამ 2007 წლის 26 ივნისს შეიძინა და იგი 2007-08 წლების სეზონის პირველი შენაძენი გახდა. თავდაპირველად მან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მოგვიანებით 2012 წლამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, ტურემ მაინც მოისურვა “ბარსელონას” დატოვება და საკთარ ძმასთან, კოლო ტურესთან ერთად “მანჩესტერ სიტიში” თამაში.
წყარო: fcbarcelona.cat



