დღეს გაიმართა “H” ჯგუფის ბოლო ორი შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე. ერთმანეთს პირველ მატჩში ბრაზილიისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე მატჩში კოტ დ’იუარისა და კორეის. პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო “ბარსელონას” ფეხბურთელმა დანი ალვესმა, რომელიც მატჩში პირველივე წუთებიდანვე მოგვევლინა, დანი ალვესის ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და “G” ჯგუფში პირველ ადგილზე გგავიდა, “პენტაკამპეონები” 1/8 ფინალში “H” ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდებიან. თავის მხრივ იმარჯვა იაია ტურეს კოტ დ’იუარმა, რომელმაც კორეას სძლია 3:0, ამ მატჩში თავი გამოიჩინა იაია ტურემაც, სამწუხაროდ მისი ნაკრები მერვედფინალში ვერ გავიდა.
წყარო: eurosport.com