მოგეხსენებათ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვალენსიას” ვინგერი ხუან მანუელ მატა კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სასტიკად უარყო “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ, იტყობინება AS. ინფორმაციის თანახმად მატა 20 მილიონად გადავიდა “ბარსელონაში” და 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამასთან დაკავშირებით “ღამურების” ვიცე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა: “მატა არსად არ წასულა. ჩვენ არავისთან არ გვქონია მოლაპარაკებები, მის ტრანსფერთან დაკავშირებით. მატა კვლავ “ვალენსიას” ფეხბურთელია,” განაცხადა ხავიერ გომესმა.
წყარო:soccer.ru
