workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”ჩვენ უკვე ვიცით ჩილეს ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები”

ინიესტა:”ჩვენ უკვე ვიცით ჩილეს ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები”

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მა და მისმა თანაგუნდელებმა უკვე იციან თავაანთი მომავალი მეტოქის, ჩილეს ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები და ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ. ანდრესი თითქმის სრულიად გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ. მისი თქმით, იტამაშებს თუ არა იგი ჩილესთან ძირითად შემადგენლობაში, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია: “გუშინ მე გუნდთან ერთად ვივარჯიშე და დისკომფორტი საერთოდ არ მიგრძვნია. მე დღევანდე და ხვალიდნელ ვარჯიშებზე დავანახევ მწვრთნელს, რომ მზად ვარ სათამაშოდ და შემიძლია ბრძოლა გამარჯვებისათვის. მე ვითამაშებ თუ არა ჩილესთან, ეს დელ ბოსკეს გადასაწყვეტია. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, ჩილე საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენ უკვე ვიცით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და ამას ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ, მაგრამ მაინც რთული მატჩი გველის,” დაასრულა ინიესტამ. ინიესტას ესპანეთის ნაკრების მაისურით 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლი გატანილი.

 

წყარო:soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში