workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” “ვესტ ჰემი” უარით გაისტუმრა

“ბარსამ” “ვესტ ჰემი” უარით გაისტუმრა

კატალონიურ სპორტულ გამოცემა Sport–ზე დაყრდნობით, დღეს “ბარსელონამ” უარით გაისტუმრა პრემიერ ლიგის კლუბი, “ვესტ ჰემ იუნაიტედი”. ინგლისელებს “ბლაუგრანას” აღზრდილის და “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელის ანდრეუ ფონტასის შეძენა სურთ. ინგლისელები “ბარსას” მცველში 3 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ კატალონიურმა კლუბნა უარი თქვა, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვაზე. გუნდის მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას არ სურდა ამ ფეხბურთელის გაყიდვა, რადგანაც ფონტასი იმ ფეხბურთელთაგან ერთ–ერთია, რომლებზეც გვარდიოლა დიდ იმედებს ამყარებს. ახლა, რახან ფონტასმა არ დატოვა კლუბი, სავარაუდოდ იგი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ახალგაზრდა ფეხბურთელს “ბლაუგრანას” პირველ გუნდში დებიუტი წინა სეზონში ჰქონდა. არსებობს ასევე შანსი, რომ გვარდიოლამ მომავალი სეზონიდან ანდრეუ პირველ გუნდში გადმოიყვანოს, რადგანაც შეიძლება კლუბი დიმიტრო ჩიგრინსკიმ და რაფაელ მარკესმა დატოვონ.

 

წყარო:totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში