workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა:”ეს ფაბიანოს ხელი იყო და არა ღმერთის”

მარადონა:”ეს ფაბიანოს ხელი იყო და არა ღმერთის”

არგენტინის ნაკრების მათავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ, კომენტარი გააკეთა ლუიშ ფაბიანოს კოტ დ’ივუართან გატანილ გოლთან დაკავშირებით. ბრაზილიელთა ფორვარდმა ბურთი ხელით მიიღო და ამის შედეგად გაიტანა გოლი, რასაც შეხვედრის არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია. მარადონას თქმით, ეს ფაბიანოს ხელი იყო და არა ღმერთის: “ეს არ იყო ღმერთის ხელი, ეს იყო ფაბიანოს ხელი. მან ბურთი ხელით ორჯერ დაამუშავა. 1986–ში, როდესაც მე გავიტანე გოლი ხელით, მაშინ ეპიზოდს მსაჯი ვერ ხედავდა, ახლა კი შეხვედრის არბიტრმა ეს ყველაფერი მშვენივრად დაინახა, მაგრამ გოლი მაინც ჩათვალა. ბრაზილიამ ითამაშა არასამართლიანად, მაგრამ მაინც მოიგო,” დაასრულა მარადონამ. მოგეხსენებათ დიეგომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი ხელით გაიტანა და ამას ღმერთის ხელი უწოდა.

 

წყარო:sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში