workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარაუდოდ დღეს არენტინის ნაკრებს მესი უკაპიტნებს

სავარაუდოდ დღეს არენტინის ნაკრებს მესი უკაპიტნებს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დიეგო არმანდო მარადონას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი გუნდის ლიდერებს დაასვენებს, ამ მატჩში მაინც ითამაშებს ლეო მესი და სავარაუდოდ კაპიტანიც იქნება: ” მესი ითამაშებს, რადგანაც მას ყოველთვის სურს თამაში და მე მიყვარს ეს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლეოც დაგვესვენებინა, მაგრამ გადაწყდა, რომ იგი აუცილებლად იქნება საბერძნეთთან მატჩში. მას ახლა ნამდვილად კარგი პერიოდი უდგას. როდესაც ვუთხარი, რომ იგი ითამაშებდა, მას ძალიან გაუხარდა,” განაცხადა მარადონამ. დღეს შეიძლება კაპიტანი, ვერონიც იყოს, მაგრამ სავარაუდოდ იგი არ ითამაშებს. რა თქმა უნდა არ იქნება გუნდის კაპიტანი მასკერანო. ამ მატჩს ორი ყვითელის გამო გამოტოვებს გუტიერესი. თავდასხმაში ტევესს და იგუაინს, მილიტო და აგუერი შეცვლიან: “მე ძალიან მინდა, რომ ლეომ დღეს ისეთი გოლი გაიტანოს, როგორიც მე გავუტანე საბერძნეთს 1994 წელს, ან უკეთესიც,” დაასრულა მარადონამ.

 

წყარო:totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში