იტალიური “მილანის” პრეზიდენტს სილვიო ბერლუსკონის სურს, რომ გვარდიოლა საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელად იხილოს.
როგორც Corriere della Sera იტყობინება, “ბარსელონას” უკანასკნელი ვიზიტის დროს მილანში ბერლუსკონი პირადად შეხვდა გვარდიოლას, მიულოცა “ბარსელონას” ამგვარი წარმატება და შესთავაზა “მილანში” გადმობარგება. უცნობია თუ რა პასუხი გასცა გვარდიოლამ ბერლუსკონის.
ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლას გადმობირება “ინტერს” და “ჩელსის” აქტიურად სურთ.
