ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა გააკეთა კომენტარი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაზე, სადაც “ლურჯების” მეტოქე კატალონიის “ბარსელონა” იქნება. ჩეხი კარის დარაჯის თქმით, ბოლო 8 წელია მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და მას იმედი აქვს, რომ ამ ოცნებას წელს აიხდენს.
“პირველ მატჩში ძალიან გაგვიმართლა, თუმცა ტაქტიკურად მაინც კარგად ვითამაშეთ. “ჩელსიმ” მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან კატალონიელები სახლში თამაშობენ და აქ ყოველთვის ისინი ითვლებიან ფავოტირებად. “სტემფორდ ბრიჯზე” მინიმალური სხვაობით გამარჯვებამ ჩვენი ფინალში გასვლის შანსები საგრძნობლად გაზარდა და ძალიან გვსურს იქ მოხვედრა. წინაზე ეს არ გამოგვივიდა, თუმცა ახლა კიდევ ერთი შესაძლებლობა გვაქვს.”
“ბოლო 8 წელია ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით ეს ვერ მოვახერხე. ვიმედოვნებ, წელს მაინც შევძლებ ოცნების ახდენას და ევროპის ყველაზე პერსპექტიული ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებას.”
