მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი: ”ჩემი გუნდი მიუნხენში ითამაშებს”

პეპი: ”ჩემი გუნდი მიუნხენში ითამაშებს”

”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისი აზრი გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ.

”დამიჯერეთ, თუკი ვამბობ, რომ მწამს ხვალ ჩემი გუნდის გამარჯვების ამას ასობით მიზეზის გამო ვამბობ. ”ბარსელონა” დაამარცხებს ”ჩელსის”. ვიცი, რომ ბევრს ლონდონელების გამარჯვება სურთ. ლიგის 1/2 ფინალის პირველი მატჩები ყოველთვის რთულია და შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს. ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა გვჯეროდეს, რომ ხვალ გავიმარჯვებთ. მე ვიტყვი, რომ ეჭვები არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ”ბარსელონა” მიუნხენში ითამაშებს”.

”შეიძლება ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩემი მწვრთნელობისას. მე ყველა გამოწვევას ოპტიმიზმით ვიღებ, რადგან ამ კლუბის და ფეხბურთელების მჯერა. ჩვენ ფრთხილები უნდა ვიყოთ. ყველასთვის ცნობილია ”ჩელსის” ძლიერი მხარეები. ”ბარსელონამ” ბევრი საგოლე მომენტი უნდა შექმნას და გარდასახოს ისინი გოლებში”.

”შეუძლებელია, რომ არ ინერვიულო ასეთი მატჩის წინ. ყველა ფეხბურთელი ჩვეულებრივი ადამიანია. მათ ყველა ტურნირში გამარჯვება სურთ. ძალიან ადვილია ფეხბურთელებზე თქმა: ”დაიჭირეთ ბურთი, არ დაკარგოთ ის. გაიტანეთ გოლები და გაიმარჯვეთ” – ეს ადვილია. რთულია ამის მოედანზე გადატანა. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ ვითარებაში” – გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში