workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” და “UNCHR” ლტოლვილთა დღის მხარდასაჭერად

“ბარსა” და “UNCHR” ლტოლვილთა დღის მხარდასაჭერად

“ბარსელონა” და “the United Nations Refugee Agency”(გაერთიანებული ერების ლტოლვილთა სააგენტო) მხარს უჭერენ ლტოლვილებს და გადაიღეს ვიდეო, რომელშიც კალათბურთის ვარსკვლავები, როჯერ გრიმაუ და ბონიფაც ნდონგი მონაწილეობენ.
 ლტოლვილთა დღე ყოველ 20 ივნისს აღინიშნება და კატალონიურმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც 43 მილიონი ლტოლვილის დასახმარებლად შეიძლებოდა.

 გრიმაუ და ნდონგი
 “ბარსა” გეგმავს, გამოიყენოს ეს ვიდეო ამ ხალხის დასახმარებლად. ვიდეო დასათაურებულია ფრაზით: “შემოგვიერთდი” და კალათბურთელები ეპატიჟებიან ხალხს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ვიზიტი რუანდაში
ვიდეო შეცავს მასალას, რომელიც “ბარსელონას” წარმომადგენლებმა რვანდაში ვიზიტის დროს გადაიღეს. ისინი აფრიკაში მარტში ჩავიდნენ ადგილობრივი ბავშვების სპორტული და განათლების დონის ასამაღლებლად.

 “ბარსა” და “UNCHR”
 ალიანსი “ბარსელონასა” და “UNCHR”-ს შორის 2008 წლის იანვრიდან არსებობს და მისი უმთავრესი მიზანია დაეხმაროს უმწეო ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ასევე ცდილობენ დანერგონ მშვიდობა, განვითარება და უსაფრთხოება ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებათ.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=67s8V8epOOE]

წყარო: www.fcbarcelona.cat 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში