კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა კრისტიან ტელიომ განიხილა ესპანეთის ჩემპიონატის 35–ე ტურის მატჩი, სადაც მისი გუნდი მადრიდის “რეალთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა და პრაქტიკულად ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. რაღა შეხსენება გინდათ, “ბლაუგრანამ” 1:2 წააგო, ხოლო ტელიოს რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი შანსი ჰქონდა იკერ კასილიასის კარის ასაღებად, მაგრამ არ გაუმართლა.
“ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს ერთ სტილში ითამაშოს. “რეალთან” დაპირისპირებაში კარში ისეთი ბურთები არ შევიდა, როგორიც ჩვეულებრივ სხვა მოწინააღმდეგეებთან შედის ხოლმე. რა თქმა უნდა სასწაული იქნება თუ “ბარსელონა” ქვეყნის ჩემპიონობას მოიპოვებს, მაგრამ 7 ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად მაინც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.” –ციტირებს ტელიოს სიტყვებს ესპანური პრესა.
