მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “სამშაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის”

ბუსკეტსი: “სამშაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა გუშინ, “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველის თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” უფრო უკეთესად იასპარეზეს ვიდრე “თეთრებმა” და მათ მხოლოდ გოლების გატანა აკლდათ.

 

“სამშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. დღეს ჩვენ ჩვენს სტილს არ ვუღალატეთ და ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე “რეალმა”. ერთადერთი რაც გვაკლდა იყო გოლების გატანა. თითქოს გოლის გატანის ხალისი არ გვქონდა. უბრალოდ სასაცილოც კია ის ფაქტი, რომ ისინი სწორედ მაშინ გავიდნენ წინ, როცა ჩვენ კასილასის კარის აღების ბევრი შანსი გვქონდა.”

 

“ჩვენ ყველაფერი გავიღეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისინი მართლაც შესანიშნავები იყვნენ და 10–დან 10 ქულას დავუწერ. ახლა მთელი ყურადღება მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავიტანოთ, რომელიც ფინალის ტოლფასი იქნება. უნდა დავივიწყოთ რაც დღეს მოხდა და სამშაბათისთვის მოვემზადოთ. “ბარსელონას” თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. ჩვენ ბოლომდე გაერთიანებულები ვიქნებით და მგონია, რომ სეზონს კარგად დავასრულებთ.”

 

“მადრიდის “რეალმა” თამაში ჩაკეტა; მათ საერთოდ არ ითამაშეს. ისინი მხოლოდ კონტრშეტევებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, თუმცა რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე. ყველა ვერ აჩვენებს გახსნილ ფეხბურთს. “თეთრებმა” მატჩის მოსაგებად ძალიან ცოტა გაიღეს. ვფიქრობ ეს ცოტა დაუმსახურებელიც იყო. იმედია სამშაბათს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება.” –დაასრულა ბუსკეტსმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში