workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში და ტურე პირისპირ

ალვეში და ტურე პირისპირ

დანიელ ალვესი და იაია ტურე შესაძლოა ამ საღამოს მინდორზე პირისპირ შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ დღეს ჯგუფ G-ს მეორე შეხვედრაში ბრაზილიის და კოტდივუარის ეროვნული ნაკრბები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სამხრეთ ამერიკელებისათვის სამი ქულის აღება ჯგუფიდან გასვლის გარანტია იქნება, ხოლო აფრიკელებს მხოლოდ და მხოლოდ მოგება თუ აწყობთ, რადგან ისინი პირველ შეხვედრაში პორტუგალიელებთან ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

 იაია ტურე პირველ მატჩში ნამდვილად გამორჩეული იყო თანაგუნდელებს შორის და დღესაც დიდი შანსია, რომ ჯერ კიდევ “ბლაუგრანელს” უფრო შემტევ ამპულაში ვიხილავთ, რადგან პორტუგალიელების წინააღმდეგ იგი და დიდიერ დროგბა გასაქანს არ აძლევდა ევროპელ მცველებს. აი ბრაზილიისთვის კი, დაინიელ ალვეშს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. ხუთგზის ჩემპიონების მწვრთნელისთვის, დუნგასთვის “ჩვენებურს” მხოლოდ და მხოლოდ დაღლილი ფეხბურთლის შეცვლა და მეორე ტაიმში თამაშის გამოცოცხლება თუ შეუძლია. დღესაც, ცოტას თუ სჯერა, რომ დანი თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში