ს.კ “მანჩესტერის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი 1/2 ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“”ჩელსი” ძალიან ძლიერი კლუბია, განსაკუთრებით კი როდესაც ისინი მასპინძლის რანგში არიან“.- აფრთხილებს დე ხეა კატალონიურ გრანდს. “”ბარსელონას” ელოდება რთული მატჩი, მაგრამ თუ ისინი თავიანთ დონეზე ითამაშებენ მაშინ ფინალისკენ გზა ხსნილი იქნება.”
რაც შეეხება საკუთარ გუნდს, დე ხეამ განაცხადა: ” ჩვენ ახლოს ვართ პრემიერ ლიგის მოგებასთან, მაგრამ წინ კიდევ ოთხი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი – ერთ-ერთი მათგანი “მანჩესტერ სიტი”-სთან. ეს შანსი ძალზედ რეალურია და ჩვენ უნდა გამოვიყენთ ის.”
დე ხეა ისევ შეეხო პრიმერა დივიზიონს და განაცხადა: “”რეალი” ახლოსაა პრიმერას მოგებასთან, რადგან მათ კატალონიური გრანდი ოთხი ქულით ჰყავთ ჩამოტოვებული. შაბათს გამოვლინდება მათ შორის უძლიერესის ვინაობა.”
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის, შაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.



