ლონდონის ”ჩელსის” მცველი, ჯონ ტერი მოხარულია, რომ მისი გუნდი ”ჩემპიონთა ლიგის” 1/2 კატალონიის ”ბარსელონას” დაუპირისპირდება – იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი თამაში ლონდონში 18 აპრილს გაიმართება. (თბილისის დროით 22:45 წუთზე).
”მესის წინააღმდეგ თამაში, მართლაც ჯადოსნურია. ჩემ შვილებს ძალიან მოსწონთ მისი თამაში და მისი გულშემატკივრებიც არიან. მე მინდა ვთქვა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ამის გარდა ის ძალიან კარგი პიროვნებაცაა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა ითამაშონ მათ ”ბარსას” და კონკრეტულად მესის წინააღმდეგ, მან განაცხადა: ”ეს მაინც გუნდური თამაშით უნდა მოხდეს. გუნდი ყველაფერს გააკეთებს ფინალში გასასვლელად. ხოლო მესის თამაში ”დიდი მაგიაა” – ამ სიტყვებით დაამთავრა ინტერვიუ ინგლისელმა ფეხბურთელმა.
