წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი ალექსანდრ მოსტოვიო, ადარებს რა ერთმანეთს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, აცხადებს, რომ მისთვის, არგენტინელი პორტუგალიელზე აშკარად ძლიერია.
მოსტოვიო ესპანურ ფეხბურთში კარგად გათვითცნობიერეული პიროვნებაა. იგი პირენეს ნახევარკუნძულზე 9 წლის განმავლობაში (1996-2005 წლებში) თამაშობდა. მართალია, რონალდუცა და მესიც ლა ლიგაში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მოსტოვოიმ ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, მაგრამ “სელტას” ყოფილ ფეხბურთელს მათ შორის არჩევნის გაკეთება მაინც არ უჭირს.
“მესი თუ კრიშტიანუ? თუ არჩევანი ჩემზეა, მაშინ ვიტყვი, რომ ერთმნიშვნელოვნად მესი! ასეთი ძლიერი ფეხბურთელი არასდროს მინახავს”.
