გოლების გატანა მისი მთავარი დავალება არაა ”ბარსელონაში”, თუმცა ფეხბურთელმა ამ ხრივ საკუთარი რეკორდი უკვე დაამაყარა.
ჩილელი ”ბარსელონამ” გოლეადორობისთვის არ იყიდა. პეპ გვარდიოლას მოეწონა ეს ფეხბურთელი იმიტომ, რომ თავდასხმისთვის მრავალფეროვნების მიცემა შეუძლია. ზუსტად ამიტომ იყიდა ”ბარსამ” ჩილელი ”უდინეზედან”.
პირველივე დღიდან გამოჩნდა, რომ პეპი არ შეცდა. ამას ხელი ვერც ტრავმებმა შეუშალეს, რომელიც სანჩესს მრავლად ჰქონდა სეზონში. ამბიციები, გუნდის დახმარების სურვილი, ზუსტი გადაცემები, ფანტასტიკური პრესინგი და გოლების გატანა – ეს 23 წლის ფეხბურთელის ძლიერი მხარეებია.
”ბარსას” ყველა ტურნირზე 9 ან 10 მატჩი დარჩა სათამაშო, სანჩესმა კი საკუთარი სნაიპერული რეკორდი მოხსნა. ”უდინეზეში” გატარებულ საუკეთესო სეზონში მან 12 გოლის გატანა შეძლო, ”ხეტაფეს” კარში გატანილი გოლების კი მისთვის რიგით მე-12 და მე-13 იყო ”ბარსელონას” რიგებში.
ალექსისმა მატჩში ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. ლეო მესიმ მას ბურთი მკერდით დაუგო, ჩილელი ცენტრისკენ შეიწია და ლამაზი, ძლიერი და ტექნიკური დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ალექსისმა გოლი ისააკ კეუნკას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.
ფეხბურთელს პრიმერა დივიზიონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ჩავისთან ერთად ამ ტურნირზე გუნდის მე-2 საუკეთესო გოლეადორია. ამას გარდა სანჩესმა 2 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, 1 კი ესპანეთის თასზე.
