მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაის თამაშის უფლება მისცეს!

აფელაის თამაშის უფლება მისცეს!

”ბარსელონამ” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმ აფელაის ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს. ფეხბურთელს უქმობა თითქმის 7 თვე მოუწია.

მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტიდან 6 თვისა და 21 დღის შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ ”ბარსელონას” სამედიცინო შტაბისგან თამაშის ნებართვა მიიღო.

ფეხბურთელმა ოპერაცია 3 ოქტომბერს გაიკეთა და მას შემდეგ ექიმების გაწერილი გრაფიკით ასრულებდა სამუშაოებს. იბიმ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში 18 მარტს განაახლა და დღეს, როგორც იქნა მას ექიმებმა მწვანე აუნთეს. რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა პეპ გვარდიოლასთვის, რომლის განკარგულებაშიც სეზონის ბოლოს დამატებით კიდევ ერთი ფეხბურთელი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში