”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა ძალიან ფრთხილად ისაუბრა პრიმერას სიტუაციაზე და ასევე აღნიშნა, რომ ტიტულის ბედს არა კლასიკო, არამედ ბოლო 2 ტური გადაწყვეტს.
ფაუსმა აღნიშნა: ”ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ, მივდივართ მატჩიდან მატჩზე. ”ბარსამ” პრიმერას ბოლო 10 შეხვედრაში იმარჯვა და გუნდს ყველაფერი გამოდის”.
ასევე ”ბარსას” წარმომადგენელმა განაცხადა: ”პრიმერაში ინტრიგა ცოცხალია ისე, როგორც არასდროს. ჯერ-ჯერობით სიტუაცია კვლავ ”რეალის” მხარესაა, მაგრამ ”ბარსა” ახლოსაა. გუნდის ბოლო გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მატჩი ჩვენ ძირითადში 8 კანტერანოთი დავიწყეთ, ხოლო დავასრულეთ 10 აღზრდილით. ამან ძალიან გაახარა პუბლიკა”.
