workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა მეკარეების ახალ მწვრთნელად კარლეს ბუსკეტსი დაინიშნოს

შესაძლოა მეკარეების ახალ მწვრთნელად კარლეს ბუსკეტსი დაინიშნოს

მოგეხსენებათ, რომ კატალონიის “ბარსელონას” მეკარეების მთავარმა მწვრთნელმა, ხუან კარლოს უნსუემ კლუბი დატოვა, რადგანაც იგი უნდა დაინიშნოს “ნუმანსიას” მთავარ მწვრთნელად. “ბარსა” კი ახალ მწვრთნელს ეძებს. კატალონიურ სპორტულ გამოცემა Sport–ზე დაყრდნობით, “ბლაუგრანას” ნახევარმცველის სერხიო ბუსკეტსის მამამ, კარლეს ბუკსეტმა შეიძლება დაიკავოს უნსუეს ადგილი.

“ბარსელონას” ყოფილი მეკარე, რომელიც კლუბის ღირსებას 1988–1998 წლებში იცავდა, ახლა ლუის ენრიკეს “ბარსა ატლეტიკის” მეკარეების მწვრთნელია. კარლეს ბუსკეტსს რამდენჯერმე ნავარჯიშები, ყავს “ბარსას” პირველი გუნდის მეკარეები. ასევე გუნდში მეკარეების მწვრთნელად, ბუსკეტსის დანიშვნას ხელი შეიძლება ხოსეპ გვარდიოლას ფაქტორმაც შეუწყოს, რადგანაც “ბარსას” მწვრთნელი და სერხიო ბუსკეტის მამა, კატალონიური კლუბის ღირსებას ერთად მრავალი წელი იცავდნენ. კარლეს ბუსკეტსს “ბარსას” პირველ გუნდში დებიუტი 1993 წლის 7 ნოემბერს ჰქონდა, “რასინგის” წინააღმდეგ.

 

წყარო:totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში