როგორც პეპ გვარდიოლამ საზოგადოებას ამცნო, ერიკ აბიდალის ოპერაცია დასრულდა.
ერიკ აბიდალმა, რომელსაც 1 წლის წინ ღვიძლის კიბო დაუდგინეს გადანერგვის ოპერაცია ჩაიტარა. დონორი მისი ბიძაშვილი, აიუი ჟერარდი გახდა, რომლის წყალობითაც ოპერაციის ჩატარება ასე სწრაფად მოხერხდა.
ოპერაცია ორგანიზაცია ”International Liver Transplant Society”-ს პრეზიდენტმა, ჟუან გარსია ვალდეკასასამ ჩაატარა. ოპერაცია დილის 10 საათზე დაიწყო და გვაინ ღამით დასრულდა. ჯერ-ჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, წარმატებული იყო თუ არა ოპერაცია. ”უახლოესი 48 საათი გადამწყვეტი იქნება” – აღნიშნა გვარდიოლამ.
ოვაციები 22-ე წუთზე
”ბარსელონას” ფრანგ მცველს მხარდაჭერა იმ გულშემატკივრებმაც გამოუცხადეს, რომლებიც ”ნოუ კამპზე” მივიდნენ. როცა სტადიონის ტაბლოზე 22 წუთი შესრულდა მთელი ”კამპ ნოუ” ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ერიკის გასამხნევებლად 60 წამის განმავლობაში.
