“ინტერის” ელჩმა, ლუიშ ფიგუმ, რომელსაც უმეტესობა “ბარსელონას” გულშემატკივარი იუდად მოიხსენიებს, განაცხადა, რომ იგი დიდ სიამოვნებას იღებს “ბლაუგრანას” თამაშის ცქერით. პორტუგალიელმა ასევე “ლურჯ–ბროწეულისფერები” და მადრიდის “რეალიც” შეადარა ერთურთს.
“მე ახლაც განვიცდი დიდ სიყვარულს იმ კლუბების მიმართ, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მითამაშია. “ბარსელონაში” და “რეალში” გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იმის გამო, რომ ამ ორ დიდ კლუბში მომიწია თამაში, ჩემს თავს პრივილეგიურ ადამიანად ვთვლი. ვერ ვიტყვი რომელი გუნდი უფრო ძლიერია, რადგან ბევრ ფაქტორშია განსხვავება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ბარსელონას” თამაშის ცქერით უდიდესი სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი. ეს ტალანტური კლუბია, რომელიც დატვირთულია უამრავი ჩინებული შემსრულებელით. ახლა “ბლანკოსი” და “ბლაუგრანა” თითქმის ერთ დონეზე არიან. მადრიდელები ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო კატალონიელები თასის ფინალში არიან გასულები. ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მათგანი შესანიშნავად ასპარეზობს.” –განაცხადა ფიგუმ.
