მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული გარანტირებული არ აქვს.
”ვფიქრობ, რომ თავისუფლად შეიძლება დავკარგოთ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. ”ბარსელონა” ბრძოლიდან არ გათიშულა, ჩვენ კი მოგებული არაფერი გვაქვს. საერთოდ არავის უთქვამს, რომ ჩვენ პრიმერაში ჩემპიონობა გარანტირებული გვქოდა”.
“ჩვენს მეტოქეებს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა უწევთ. ჩვენ არ გვაქვს მხარ-თეძოზე წამოწოლის უფლება მაშინაც კი, როცა სხვაობა 8 თუ 9 ქულიანია” – კასილიასის სიტყვებს ”Goal.com” ციტირებს.
