სეზონის დასრულებამდე ”ბარსელონას” მწვრთნელებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მოუწევთ ჩავი ერნანდესზე. ნახევარმცველი ბოლო დროს მუდმივად განიცდის ტკივილის შეგრძნებას, რაც მწვრთნელებს ვალდებულს ხდის შეამცირონ დატვირთვა ვარჯიშებზე. განსაკუთრებით ახლა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში გუნდს ერთი მატჩით მეტის გამართვა მოუწევს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ”ბარსელონას” დარჩენილ დროის განმავლობაში მუდმივად ექნება მატჩი შუა კვირაში.
მუშაობა განტვირთვისთვის
პირველ რიგში მწვრთნელები აპირებენ, რომ მატჩის შემდეგ ფეხბურთელები განტვირთონ. ისინი, ვინც გასულ მატჩში თამაშობდნენ ნაკლებად დაიტვირთებიან, დანარჩენები კი ძლიერად. ასევე გვარდიოლა გეგმავს, რომ ყოველ კვირას 1 დღე მაინც ფეხბურთელებისთვის დასვენების იყოს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. საერთოდ სეზონის ბოლომდე 45 ვარჯიშია დარჩენილი.
რაც შეეხება ჩავის, ახლა ის სრულად მწვრთნელის განკარგულებაშია, თუმცა მასთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო.
