”ბარსელონასა” და ”ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბუდევინ ზენდენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი ”ბარსელონაა”.
”ჩემი აზრით ”ბარსელონა” გაცილებით უკეთესია ”ჩელსიზე”. მათ ხარისხიანი თამაში აქვთ და განმეორებითი შეხვედრა ”ნოუ კამპზე” შედგება, რაც დიდი უპირატესობაა. ”ბავარიასა” და ”რეალის” შეხვედრა თანაბარი ხარისხის მატარებელი იქნება, მაგრამ ნათელია, რომ ფინალში ”რეალი” გავა და ჩვენ შესანიშნავ ფინალურ შეხვედრას ვიხილავთ. ეს ოცნების ფინალია, რადგან მსოფლიოში დღეს ეს ორი გუნდი დომინირებს”.
ზენდენმა აზრი ესპანეთის ჩემპიოანტის შესახებაც გამოთქვა: ”ესპანეთის ჩემპიოანტს ”რეალი” მოიგებს, მათ დიდი უპირატესობა აქვთ. როცა მე გვარდიოლასთან ერთად ვთამაშობდი ვხვდებოდი, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ვერავინ მიხვდებოდა, რომ პირველსაცე სეზონში ის ამდენ ტიტულს მოიგებდა. ეს შეუძლებელია, ამას ვერავინ მიხვდებოდა” – განაცხადა ზენდენმა, რომელიც პეპთან ერთად 1998-2001 წლებში თამაშობდა.
