”ბენფიკას” არგენტინელმა ნახევარმცველმა, პაბლო აიმარმა ”ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა: ”რთულია ”ბარსელონასთან” ბევრი საგოლე მომენტის შექმნა”.
ლონდონელებთან ”სტემფორდ ბრიჯზე” დამარცხების (2:1) შემდეგ აიმარმა განაცხადა: ”ექნება თუ არა ”ჩელსის” შანსი? რა თქმა უნდა, მაგრამ მათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან მოუწევთ დაპირისპირება, რომლის შემადგენლობაში ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ”.
აიმარი მოხიბლულია ლეო მესის თამაშით და მიიჩნევს, რომ არგენტინელს მატჩის ნებისმიერ წუთს შეუძლია შეხვედრის ბედის გადაწყვეტა: ”ფეხბურთს ბევრი თამაშობს, თუმცა მესი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს”.
