პორტუგალიელმა სპეციალისტმა ”ბარსელონას” ”სუპერფავორიტი” უწოდა, რომელსაც ლიგის ფინალში ”ბაიერნსა” და ”რეალს” შორის გამარჯვებული შეხვდება. ჟურნალისტებმა ჟოზეს ჰკითხეს, თუ რატომაა ის ასე დარწმუნებული, რომ ”ბარსა” ფინალში გავა, რაზეც მოუმ ირონიული ღიმილით უპასუხა: ”რადგან ისინი კარგად თამაშობენ…”
აქ ყველამ გაიგო, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს მხედველობაში ჰქონდა ”ბარსელონასა” და ”მილანს” შორის გამართული შეხვედრის დროს დანიშნული 11 მეტრიანი, რომელიც ბევრის აზრით არასამართლიანად დაინიშნა.
და ჟურნალისტები მართლები აღმოჩნდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მოურინიოს იბრაჰიმოვიჩის სიტყვების შესახებ შეეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ”ახლა მესმის მოურინიოსი, როცა ის ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ჩამოდის”. მადრიდის ”რეალის” მწვრთნელმა უპასუხა: ”იბრა ჭკვიანი ბიჭია და მას კარგად ვიცნობ. ის ძალიან გვიან მიხვდა რაღაცეებს”.
”რეალს” წინ ელოდება შეხვედრა ”ბაიერნთან”. მთელი რიგი შეკითხვები ამ მატჩზე ისმებოდა. მოურინიომ მეტოქის შესახებ განაცხადა: ”ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე თამაშით. ეს გუნდი 2 წლის წინ ჩემს ”ინტერს” ეთამაშებოდა. მათ დიდებული მოთამაშეები ჰყავთ. ეს შესანიშნავი 1/2 ფინალი იქნება. ვფიქრობ, რომ მიუნხენში მატჩი ძალიან კარგ ატმოსფეროში ჩაივლის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრების დახმარებით ფინალში გავალთ”.
რაც შეეხება მეორე 1/2 ფინალს, მოურინიომ განაცხადა: ”ეს თანაბარი თამაში იქნება. ეს ორი ძალიან კარგი გუნდია, ძლიერები და კარგად მოთამაშეები”.
ავტ. საინტერესოა, ახსოვს თუ არა ჟოზე მოურინიოს როგორ გავიდა 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ახსოვს თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, როგორ ითხოვდა ”ინტერის” კარში ”ნოუ კამპზე” 11 მეტრიანის დანიშვნას, რომელიც არასამართლიანად არ დაინიშა…
[media=http://www.youtube.com/watch?v=7KtHjSn0zQw]
