workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “პლატინის დიდ ბოდიშს ვუხდი”

მარადონა: “პლატინის დიდ ბოდიშს ვუხდი”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ უეფას პრეზიდენტ, მიშელ პლატინის ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა პლატინის ინტერვიუ, სადაც უეფას პრეზიდენტმა მარადონას პროფესიონალობაში ეჭვი შეიტანა. როგორც გაირკვა, მიშელს ასეთი რამ არ უთქვამს და პრესამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია.

“პლატინისგან წერილი მივიღე, სადაც იგი წერდა, რომ ეს ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილი იყო. მე მას დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემი წინა კომენტარისათვის.” ციტირებს ფეხბურთის ლეგენდის სიტყვებს Reuters. არგენტინელმა უარი განაცხადა პელესათვის ბოდიშის მოხდაზე, რომელიც “სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მუზეუმიდან”.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში