მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლის პრეს-კონფერენცია

კარლეს პუიოლის პრეს-კონფერენცია

კატალონიის “ბარსელონას” უცვლელმა წევრმა, კარლეს პუიოლმა, პრეს კონფერენცია გამართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩის წინ. “ჩვენ ისევე მივუდგებით ამ მატჩს, როგორც ნებისმიერ სხვას. მოედანზე საკუთარი ფეხბურთის საჩვენებლადა და გასამარჯვებლად გავალთ. ვიცით, რომ ფანტასტიკური გუნდის წინაშე გვიწევს ასპარეზობა, რომლებიც დაცვაში ითამაშებენ და სახიფათო კონტ-შეტევებს განახორციელებენ. ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”. განაცხადა მცველმა.

 

კაპიტანმა შეხვედრა ასე შეაფასა: “დაუჯერებელი მატჩი იქნება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან გამარჯვება გვმართებს. შეცდომის დაშვების დრო არ არის, ეს ფინალია. ფრედ დასრულებული შეხვედრა არაფერში წაგვადგება, თუნდაც 0:0. იმედი მაქვს, “კამპ ნოუ” გადაჭედილი იქნება. ფანები მუდამ ჩვენს გვერდში იყვნენ და არც ამჯერად დაგვაღალატებენ”. 

 

მაქსიმალური კონცენტრაცია დაცვაზე  

 

კაპიტანი ხვალ, რა თქმა უნდა, ძირითადის წევრი იქნება. პუიოლის თქმით, ითამაშებს იქ, სადაც გვარდიოლა ეტყვის: “რასაც ის მეტყვის იმას გავაკეთებ, მოხარული ვიქნები ნებისმიერი გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, მარცხენა მცველობისას იდეალური არ ვარ, მაგრამ კომფორტულად ვგრძნობ თავს მეტოქის შეტევების ჩაშლისა და გაშლილი დაცვის დროს”.

 

კაპიტანმა ასევე ისაუბრა შეხვედრის რამდენიმე გადამწყვეტ ასპექტზე: “ყოველთვის მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა. განსაკუთრებით კი სახლში. დაცვაში ძალიან სერიოზულად უნდა ვითამაშოთ. სწრაფად უნდა ავიტანოთ წინ ბურთი და სწრაფ გოლზე ვითამაშოთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება”. 

 

შეტევაზე  

 

პუიოლმა პირდაპირ თქვა თუ როგორ აპირებს მისი გუნდი ხვალ თამაშს: “ჩვენ მხოლოდ ერთი სტილი გვექნება: შეტევა! აი, რას გავაკეთებთ”. როდესაც პუიოლს ჰკითხეს “მილანის” სათამაშო სტილზე, მან განაცხადა: “ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვალდებულები ვართ, საკუთარი ფეხბურთი ვაჩვენოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში