დღეს, 2 აპრილს კატალონიის “ბარსელონას” და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი, იბრაჰიმ აფელაი, თავის 26–ე დაბადების დღეს აღნიშნავს. აი როგორ აღწერს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ოფიცილაური ვებ–გვერდი იბის გამოსვლას:
“მისი “ბარსელონასთან” ერთად ჩატარებულ ნახევარ სეზონში მან 2 გოლი გაიტანა და 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი უმეტესწილად ფლანგზე გამოდიოდა, თუმცა ცენტრშიც ვნახეთ რამდენიმეჯერ. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უდიდესი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მოგებაში.”
Barcamania.ge–ის სახელით, იბის 2012 წლის წარმატებულად ჩატარებას ვუსურვებ და რაც მთავარია ტრავმები აღარ გაეკაროს. იმედია უკვე უახლოეს მომავალში დაუბრუნდება მინდორს და ამას “ბარსასთან” ერთად თასის (თასების) მოგებით აღნიშნავს.


