კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ტრავმის გამო არ მიიღო მონაწილეობა ბილბაოს “ატლეტიკთან” შეხვედრაში, შანსი აქვს ითამაშოს იტალიური “მილანის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში.
“ფაბრეგასს ხუთშაბათს წელთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. სამწუხაროდ, “ატლეტიკთან” დაპირისპირებისას მისი თამაშგარეში დატოვება მოგვიხდა, მაგრამ “მილანთან” თამაშისას განაცხადში იქნება და დიდი შანსია მოედანზე ვიხილოთ.” –დაასრულა პეპმა.
რაღა შეხსენება გინდათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა “სან სიროზე” 0:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი სამშაბათს “კამპ ნოუზე” გაიმართება.
