მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კონფლიქტი მესისა და ინიესტას შორის–ლეო წასვლას აპირებს

კონფლიქტი მესისა და ინიესტას შორის–ლეო წასვლას აპირებს

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დღეს დილით გაავრცელა უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესის შორის “ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ კონფლიქტი მოხდა და არგენტინელი ფეხბურთელი აპირებს გუნდის დატოვებას.

 

ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ როდესაც ინიესტა გუშინ მოედანს ტოვებდა, კაპიტნის სამკლავური მაშერანოს გადასცა, რომელმაც მინდორზე ახლად შემოსულ ჩავის მოარგო ხელზე. სწორედ ამან გაამწარა მესი. როგორც მოგეხსენებათ, პუიოლი არ იყო ძირითად შემადგენლობაში და ერნანდესმაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო შეხვედრა, სწორედ ამიტომ ანდრესი იყო გუნდის კაპიტანი.

 

როგორც გაირკვა, გასახდელში შესულ მესის ინიესტასთვის შეუგინებია, ხოლო ანდრესს მისთვის “ხურდა” დაუბრუნებია, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა. თვით პეპ გვარდიოლაც კი ვერ აწყნარებდა ბიჭებს. 

 

მესი ძალიან გამწარებული იყო. იგი ყოველთვის მამა აბრამის ბატკანივით იქცეოდა, თუმცა როგორც იქნა გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე. ამ კონფლიქტის შემდეგ, მან ოფიციალურად განაცხადა გუნდის დატოვებაზე და სავარაუდოდ პრემიერ–ლიგას მიაშურებს, სადაც “მანჩესტერ სიტის” მაისურს მოირგებს.

 

ამ ფაქტის შესახებ ინიესტას ჯერ–ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

არ გადამრიოთ და არ მითხრათ დავიჯერეო…აბა ლეო ასეთ რამეს იკადრებდა? ეს ისე, გასამხიარულებლად. დღეს ხომ პირველი აპრილია და მოტყუებაც ადვილია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში