პატო “კამპ ნოუზე” ითამაშებს

პატო “კამპ ნოუზე” ითამაშებს

იტალიური “მილანის” ფორვარდი, ალეშანდრო პატო, შეძლებს მონაწილეობის მიღებას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო წასული სამედიცინო შემოწმების გასავლელად და იგი უკვე გუნდს დაუბრუნდა.

 

რაღა შეხსენება გინდათ, “ბარსასა” და “მილანის” პირველი დაპირისპირება “სან სიროს” “ბრწყინვალე” მინდორზე გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, გუნდები ერთმანეთს “კამპ ნოუზე” უკვე ზეგ, სამშაბათს, 2 აპრილს გაეპაექრებიან ერთი–მეორეს 1/2 ფინალის საგზურისთვის.

 

პატო მილანელთათვის ყოველთვის დიდი ძალა იყო და ახლაც ასეა. ბრაზილიელის მოედანზე ყოფნა მათ ძალზედ აძლიერებს. როგორც იცით, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “ლურჯ–ბროწეულისფერებს” ჯგუფური ეტაპისას ულამაზესი გოლი გაუტანა და უარს არ იტყვის ახლაც იგივეს განმეორებაზე. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი