ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე სამი “ოქროს ბურთი” აქვს მოგებული, თანაც ზედიზედ. ის ეხლა ოლიმპის მწვერვალზეა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები მოკალათებულან. მთელს სამყაროს აინტერესებს რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო. პასუხი კი მარტივია: მესის ამბიციურობას საზღვარი არ აქვს, ის მზადაა ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
რამდენ “ოქროს ბურთს” მოიგებს ლეო მესი? აქვს თუ არა ზღვარი მის შესაძლებლობებს? გახდება თუ არა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო? რამდენი ჯილდოს მოგებას შეძლებს “ბარსელონასთან” ერთად? გახდება თუ არა მუნდიალის გამარჯვებული არგენტინის ნაკრებთან ერთად?
საფეხბურთო სამყაროში, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია, წარსული ეფემერულია, ხოლო აწმყო წამიერი, არ რჩება დრო იმისათვის, რომ მიღწეული წარმატებით დატკბე. აქედან გამომდინარე, არგენტინელი ვარსკვლავის მომავალი მთელ მსოფლიოს აინტერესებს. გულშემატკივრებს უნდათ იცოდნენ თუ როგორ აღიქვამენ მომდევნო თაობები ლეო მესის გენიას. ის რასაც უკვე მიაღწია, წარმოუდგენელია, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა.
მესი დიდიხანია აღარ <span style=”font-size: 10pt; line-height: 14px; font-family: Sylfaen, serif; background-image: initial; background-attachment: initial; background-origin: initial; background-clip: ini
