workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ოცნების ახდენამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი”

მესი: “ოცნების ახდენამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი”

მიუხედავად უკვე ეშხში შესული მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებისა, ლიონელ მესიმ სხვა თემაზე სასაუბროდაც მოიცალა და განცხადება გააკეთა სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებით. ის იხსენებს დროს, როდესაც ის ფაბრეგასის მხარდამხარ თამაშობდა “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში, მას კვლავ სურს ხელმეორედ შედგეს მისი და ფაბრეს ტანდემი. მესის დიდი იმედი აქვს, რომ ეს ამ ზაფხულშივე მოხდება.

“არსენალმა” უკვე უარი განაცხადა “ბარსელონას” 35 მილიონ ევროიან შეთავაზებაზე, მიუხედავად ამისა 2003 წელს, 16 წლის ასაკში გუნდიდან წასულ სესკ ფაბრეგასს უდიდესი სურვილი აქვს კატალონიაში დაბრუნებისა.

ძალიან მინდა სესკი კვლავ ჩემს გვერდით ვიხილო, ასე ფიქრობს ჩემი თანაგუნდელი პიკეც, ჩვენ სამნი ერთად გავიზარდეთ და კვლავ ერთად გვსურთ თამაში, ჩვენ ერთად არაერთი მატჩი გვითამაშია, მე ვიცი რას წარმოადგენს სესკი მოედანზე.” განუცხადა ლეომ Sport-ს.

“გარკვეულ მიზეზთა გამო ორი მეგობარი დავკარგე ახალგაზრდული გუნდიდან, ესენი იყვნენ პიკე და ფაბრეგასი, აქედან ერთ-ერთი უკვე ჩემს გვერდითაა და მსურს მეორემაც ჩემთან ერთად მიაღწიოს დიდ წარმატებას.

ფაბრეგასის ლონდონში გადასვლის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი რაც ის ჩვენ გუნდში აღარაა, ჩვენ ვურეკავთ ერთმანეთს და ხშირად ვმესიჯობთ კიდეც. მას ყოველთვის სურდა “ბარსელონაში” დაბრუნება, მას ენატრება ადგილი, სადაც მან ფეხბურთი ისწავლა და სადაც გაიზარდა, სესკს აქვს ნოსტალგია ჩვენს მიმართ, მე კი ძალიან მენატრება მისი პასის შემდეგ გოლის გატანა.”
ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს, რომ მთელი “ბარსელონა”, პრეზიდენტიდან დაწყებული და ბომბარდირით დამთავრებული, მომართულია საიმისოდ, რომ დაკარგული “შვილი” უკან დაიბრუნონ.

“როდესაც პიკე და ფაბრეგასი აქედან წავიდნენ, ჩვენ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ კვლავ ერთად ვითამაშებდით, თუმცა როგორც, ხედავთ ოცნების საბოლოო ახდენამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.” ღიმილით დაასრულა დიდებულმა პიროვნებამ და ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ.

წყარო: soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში