მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “მე მთლიანად “ბარსელონას” ერთგული ვარ”

ინიესტა: “მე მთლიანად “ბარსელონას” ერთგული ვარ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას თქმით, მას სურს, რომ გულშემატკივარმა კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოიხსენიონ როგორც პიროვნება, რომელმაც სული და გული შესწირა კატალონიურ გრანდს. იტყობინება ესპანური პრესა.

 

“მე მადლობელი ვარ კატალონიური კლუბის. მან ბევრი რამ მომცა და სწორედ მისი დახმარებით ვარ ის, რასაც დღეს წარმოვადგენ. ამიტომაც მსურს, რომ ყველა მიცნობდეს, როგორც “ბარსელონას” ერთგულს სულით ხორცამდე”.

 

“წლების შემდეგ, როცა კარიერას დავასრულებ, მსურს, რომ ხალხმა მომიხსენიოს ფეხბურთელად, რომელმაც ყველაფერი მისცა კლუბს. ამაში არ ვგულისხმობ ჩემს ტიტულებს, არამედ თითოეულ თამაშს”. დაასრულა ანდრეს ინიესტამ. 

 

P.S. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, რადგან დიდებული ფეხბურთელია და მუდამ შემორჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში