რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ გუნდი აზიური ტურნეს გასამართად იაპონიაში გაემგზავრა.
ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ორგანიზატორის მხრიდან პირობების დარღვევის გამო 27 ივლისს “ვისელ კობესთან” იაპონიაში გასამართი შეხვედრა ჩაიშალა. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ პრობლემა მოგვარებულია და თამაში დაგეგმილ დროს გაიმართება.
“ბარსამ” გეზი იაპონიისკენ უკვე აიღო. “ვისელ კობესთან” თამაშის შემდეგ “ბლაუგრანა” სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც 31 ივლისსა და 4 აგვისტოს “სეულთან” და “დაეგუსთან” ითამაშებს.
ჩამოყალიბდით😃
ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ როგორმე ვისელ კობეს ამხანაგური ვეთამაშოთ, თორემ ისე აზრი აღარ აქვს არაფერს
და რა პირობა დაარღვია კობემ იცის ვინმემ?