“ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ბარსელონაში 48 საათი გაატარა და “ბარსას” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხი განიხილა.
Relevo-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი თემა ანსუ ფატის მომავალს შეეხებოდა. წყაროს თანახმად, მენდეშმა “ბლაუგრანას” ანსუ ფატისა და რუბენ ნევეშის გაცვლა შესთავაზა, “ვულვერჰემპტონისგან” თანხის დამატებით. პორტუგალიელი აგენტი თვლის, რომ ეს ტრანსფერი “ბარსას” ნახევარმცველის დამატებასთან ერთად, ფინანსური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. “ბლაუგრანას” 20 მილიონ ევრომდე თანხის მიღება შეუძლია.
მენდეშის სურვილის მიუხედავად, აღნიშნული გაცვლის განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ფატის “ბარსელონას” დატოვება არ სურს, სამწვრთნელო შტაბი კი რუბენ ნევეშს “ბარსას” პროფილის ნახევარმცველად არ მიიჩნევს.

თუ გაყიდვაა ფული აიღონ და არ გვჭირდება ვიღაც ნევეშები
"პორტუგალიელი აგენტი თვლის, რომ ეს ტრანსფერი "ბარსას" ნახევარმცველის დამატებასთან ერთად, ფინანსური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. "ბლაუგრანას" 20 მილიონ ევრომდე თანხის მიღება შეუძლია"
ესეც მაგარი ვაჭარი ყოფილა, 80 მილიონად გაგიყიდითო ფატისო, კალთებს მახევენ კლიენტებიო და ეხლა ვიღაც უნდა შემოგვტენოს და 20 მილიონით ფინანსურ პრობლემებს გადაჭრითო. 20 მილიონი კი არა ზუსტად 10 მაგდენი გვჭირდება პრობლემების გადასაჭრელად და ეს კიდევ დახმარების მაგივრად მაინც თავის საქმეზე ჩალიჩობს და თავის კლიენტებს უწყობს საქმეებს თავისი საკომისიოებისთვის.
🤣🤣🤣 ეს ლაპორტას ძმაკაცია და ცუდა არაფერს არ შეთავაზებდა ბარსელონას ეგრევე დათანხმდენ😂 ეხ სად დაიბრიდა რაიოლა თორე ის ლაპორტას ოჯახის წევრივით იყო საერთოდ. რომ აპირებდა ჰოლანდი ეჩუქებინა ე მაშინ დაიბრიდა. ვაი თქვენს პატრონს. პ.ს აბრაბატია ერთი ადგილი არ ქონიათ დაიწერა და ხავი თურმე ბეტისის 29 წლის ფეხბურთელ გუიდო როდრიგესი ევასება😁 მოაგდებს უეჭველი 30 ლიმონად.
თითქოს ლოგიკა არის მაგ ყველაფერში, მაგრამ რეალის ბოლო 5-7 წლის მანძილზე გაყიდულ ფეხბურთელებს თუ შეადარებ ამავე წლებში ბარსადან გაყიდულ ფეხბურთელებს მიხვდები მეგობარო რომ ისეთი განსხვავებაა როგორიც ბართლომეოსა და პერეს შორის🤣 გადახედე ტრანსფერებს ორივე გუნდიდან👍 ჩვენი ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკით თუ ვინმემ იხეირა როგორც სპორტული ისე ეკონომიკური კუთხით ეს მადრიდის ატლეტიკოა❤️მარაზმია ეს ამბავი მაგრამ ასეა.
40 milioni daamaton da waiyvanon ise ra mikvirs vinc idzaxis barselona fexburteebs dabal fasad yidiso eg marto erti garemo faqtoris bralia iset fexburtelebs yidian vinc ar undat rom gundshi oricxeboden vinaidan grandia da sul aqvs miznad ro titulebi moigos aba daayenon transferze dziritadis fexburteli tu ar gaiyidieba sabazro girebulebaze 2 jer metad! Mara eg grandebis saqme araa mag samqes monaco, ajax, porto,benfica,lille,dortmun da shedarebit davali donis grandebi aketebn. Amatma utitulod ro daamtavro sezoni arc araferi da aqvt imis fufuneba ro dziritadia fexburteli gayidon adgevian mere da iyodian 1000 axalgazrdas da daayeneben dziritadshi vigacas gafartxaldeba 1 sezoni da yidian ise rogorc super talants egaa dgevandeli fexburtis ubedureba ro amxea tanxebs arafershi ixdian pirvel rigshi fuli tomara gundebis bralia ro es sporti udides biznesas gadaiqca. Yvelaze kai iqneba tu bevri klubi gadava barteris temaze. Rogor basebalshi hokeishi da kalatburtshia
რა რუბენ ნევეში ხომ არ აპანჭალებთ ამათ