Mundo Deportivo-ს შემდეგ გავისა და არაუხოს კონტრაქტებთან დაკავშირებით არცთუ სასიამოვნო ინფორმაციას მეორე კატალონიური სპორტული გამოცემა Sport-იც ავრცელებს.
წყაროს ცნობით “ბარსელონას” ფეხბურთელების აგენტების მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლია, რის გამოც მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კლუბში აღიარებენ, რომ მოლაპარაკებებში მხარეებს შორის სხვაობა დიდია. “ბლაუგრანას” პოზიცია ასეთია: ვისაც დარჩენა უნდა, დარჩება, მაგრამ “ბარსელონას” პირობებით.
რონალდ არაუხოსა და გავის კონტრაქტებს ვადა 2023 წელს გასდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მათთან ახალი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ცოტა დროს აქვს დარჩენილი. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ფინანსურად მიმზიდველი არაერთი წინადადება აქვთ.

მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ყველანი , რომ რეალურად გუნდი რა მდგომარეობაშია ფინანსურად , იმის 5 % იც კი არ ვიცი ინფორმაციის ! აქ სხვა რამეზეა საუბარი , კლუბი იბრძვის გადარჩენისათვს , ვალი აქვს საკმაოდ დიდი , შემოსავალი ნაკლები და სახელფასო ჭერო მესამედამდე დაიყვანა , ყველაფერს თავისი დრო აქვს , მარტო გავი და არაუხო ვერაფერს ვერ მოიგებენ და კრისტენსენს იმიტომ აძლევენ რასაც ითხოვს , რომ ჩვენს გარდა ყველა უფრო მეტს გადაუხდის , უბრალოდ სპორტული კუთხით ბარსელონასკენ იხრება და უფასოდ მოსულ ფეხბურთელში , ერთ მილიონს არავინ გამოეკიდება . ვაცალოთ ჯერ გუნდი გამოვიდეს მდგომარეობიდან და მერეც მოესწრება ხელფასზე საუარი და ბართომ რა ნაღმებიც დატოვა სახელფასო კუთხით , კი ვიმკით მაგის შედეგებს . ლაპო ჯერ-ჯერობით 100 % ყველაფერში და მართალიც არის , უნდა დამთავრდეს ფეხბურთელებისა და აგენტების მხრიდან კლუბის შანტაჟი !!!
ჰალანდიო, თუ ჰალანდი არა მერე სალაჰიო…. და არაუხოს და გავის ვერ მივცემთ იმდენს რამდენიც უნდათო… სასაცილოა უბრალოდ როგორ გვაბოლებენ რა სალაჰის და ჰოლანდის მომყვანები არიან ამხელა პერსპექტივის მქონე ფეხბურთელებს ვერ უკმაყოფილებენ პირობებს თანაც ამ ფეხბურთელებმა დაამტკიცეს რომ ღირსები არიან კარგი კონტრაქტების და იმ ქინძი მორიბასავით არაფრიდან არ ითხოვენ მილიონებს…
ერთი ჰოლანდის დედაც ეს ბუჩქები მირჩევნია მე პირადათ
მეც ტყუილად ვნერვიულობ და თქვენც ლაპორტას თამაშებია ეხლა ეგ რაც ხდება არაუხო გავის შემთხვევას ვგულისხმობ იქით ალემანი რას შვება კაცი შვილმა არ იცის ცალკე ჰოლანდის საკითხი ცალკე დაცის ურთულესი პრობლემა კიდევ ცალკე გუნიდან გასაშვები ბალასტი , სახელფასო ჭერი და ა.შ. …… ჩავი და ალემანი კარგად მუშაობენ ვხედავთ ყველა
რა უტ.რაკობაა რა არი, განა რამდენს ითხოვენ? ბარსას მონავალი მომავალიო და მგონი აღარავინ დარჩება. სპონსირებიო ესაო ესაო და ხო უნდა აისახოს რამეზე შემოსავალი. ამ ჰოლანდსაც შეეშვან რა, მაგის გამოა რო ხალხს კარგავს ეს ჯიუტი კაცი. გაასაჯაროონ რას სთავაზობს და რამდენს. დემბელემ ხო დაგვადო? ხოდა ის ხელფასი რაც მაგისთვის უნდა ეხადათ გაუყონ ამათ ორივეს ეყოფა. თუ მორიგ შოუს არ დგამს ლაპორტა. ბოლოს ან ჰოლანდსაც ვერ იყიდის ანდა მარტო. ჰოლანდი გვეყოლება გუნდში და 2 წელში ისიც გაიქცევა